ახალი ამბები

“ახალი გაზეთი”: მთავარი საახალწლო სანახაობა მშენებარე პარლამენტთან გაიმართება

19 დეკემბერი, 2011 • 1243
“ახალი გაზეთი”: მთავარი საახალწლო სანახაობა მშენებარე პარლამენტთან გაიმართება

საქართველოს მეორე დედაქალაქის საახალწლო მორთულობებისთვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი დაიხარჯება.

“ახალი გაზეთის” ინფორმაციით, საახალწლოდ საგანგებოდ მოირთვება ირაკლი აბაშიძის გამზირი, სადაც მიმდინარეობს პარლამენტის მშენებლობა და უკვე გაიხსნა მთავრობის სახლი, იუსტიციის სახლი და კონტროლის პალატა. ახალი სამთავრობო დაწესებულებების განათებისთვის 36 ათასი ლარი დაიხარჯება.

ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა სცენა საახალწლო კონცერტისთვის.

საახალწლოდ ქუთაისში ოთხი ნაძვის ხე დაიდგმება. მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ბიუჯეტიდან შარაშან ჰონგ–კონგში შეიძინეს 67 ათას ლარად.

ახალ წელს ქუთაისელები ცენტრალური ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი ფეირვერკით შეხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი