ახალი ამბები

სიღარიბე, ძალადობა და ბავშვთა სხვა პრობლემები, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობს

1 ივნისი, 2016 •
სიღარიბე, ძალადობა და ბავშვთა სხვა პრობლემები, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ არასრულწლოვნების ყველაზე დიდ პრობლემად რჩება სიღარიბესა და არასათანადო პირობებში ცხოვრება, განათლების უფლებით სარგებლობის ხარვეზები  და ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს 2015 წლის მისი საპარლამენტო ანგარიშის იმ ნაწილის პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება.

ომბუდსმენის თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მაღალია ბავშვთა მიმართ ძალადობა, კანონში არ ასახულა შესაბამისი ცვლილებები, რომლითაც სახელწმიფო მეტ ვალდებულებას აიღებს ბავშვის მიმართ ყველა სახის ძალადობისგან დაცვის კუთხით. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხითაც არ არის მიღებული ქმედითი ზომები.

ხშრად ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები არ ფლობენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა იდენტიფიკაციის და ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, წერია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ცნობით, 2015 წელს კვლავ გამოვლინდა ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი. ომბუდსმენი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მთავარი გამოწვევა ძალადობის იდენტიფიცირებისა და ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების დაცვისა და რეაბილიტაციის სისტემების დანერგვის აუცილებლობაა.

სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის პირველ 11 თევში 88 საქმეზე დაიწყო გამოძიება  და მხოლოდ 38 საქმეზე განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა. ხოლო პროკურატურის ცნობით, ამავე პერიოდში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 48 არასრულწლოვანს, აცხადებს სახალხო დამცველის ოფისი.

ანგარიშის მიხედვით, პრობლემად რჩება სკოლებში მოსწავლეების მიმართ განხორციელებული ძალადობა. ომბუდსმენის ბავშვთა უფლებების ცენტრში შესული განცხადებების 30%-ში ფიგურირებს მოსწავლეების მიმართ სავარაუდო ფსიქიკური ძალადობა, 20% ეხება  ფიზიკურს, ხოლო 20%-ში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მიმართ უგულებელყოფაზეა საუბარი, ხოლო 30%-ში  კი- სხეულებრივი სასჯელისა და ფიზიკური დასჯის მეთოდების გამოყენებაზე.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ბავშვები ვერ სარგებლობენ სათანადო საცხოვრებლის უფლებით. ასევე, განცხადებების ანალიზის საფუძველზე ომბუდსმენი აცხადებს, რომ არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები დროულად ვერ იღებენ სახელწმიფო და მუნიციპალურ დახმარებებს, რადგან მათი მიღება ჭიანურდება.

ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის მიერ ბავშვთა სიღარიბის კუთხით შესწავლილი საქმეების მიხედვით, ამ საქმეების 55%-ში გამოიკვეთა ადეკვატური საცხოვრებლით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, 45%-ში – საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების სიმცირე, 5%-ს კი არ ჰქონდა ჯეროვანი ინფორმაცია იმ მომსახურებისა და უფლებების შესახებ, რითიც მათ სარგებლობა შეუძლიათ.

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, მათ შეისწავლეს საპატრიარქოსა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი არასრულწლოვანთა პანსიონები.

სახალხო დამცველის ოფისი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო აწარმოებს დეინსტიტუციონალიზების პოლიტიკას და შლის დიდი ზომის ბავშვთა თავშესაფრებს, მაინც რჩება დიდი ზომის პანსიონები. სახალხო დამცველის განმარტებით, გამონაკლისია ბედიანის პანსიონი, სადაც მცირე ზომის სახლებში ცხოვრობენ ბავშვები.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ პანსიონებში არასრულწლოვანთა მიბარება სოციალური მომსახურების სააგენტოს ზედამხედველობით უნდა ხდებოდეს.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე საუბარია სასამართლო გადაწყვეტილებების პრობლემურობაზე. კონკრეტულად, მშობლებს შორის დავაზე იმასთან დაკავშირებით, თუ ვის სახლში უნდა იცხოვროს ბავშვმა.

ომბუდსმენის ბავშვთა უფლებების ცენტრის დირექტორი მაია გედევანიშვილი განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო უნდა იღებდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვს ორივე მშობელთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. მას შემდეგ, რაც სასამართლო ერთ მშობელს დატოვებს ბავშვს საცხოვრებლად, ხდება ისე, რომ მეორე მშობელს მიჰყავს და აღარ აბრუნებს, რაც ასევე სადავო ხდება.

მაია გედევანიშვილის თქმით, სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, იყო 559 ასეთი ტიპის დავა, რაც მისი შეფასებით 559 პრობლემურ ბავშვს ნიშნავს, და მათ ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ.

გედევანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს თავი უკვე მესმედ მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით, მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის  მესამე დამატებითი ოქმის ხელმოწერისა და რატიფიკაციის საკითხი კვლავ პრობლემაა.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ოფისის რეგიონული ოფისების მუშაობას მიექცევა განსაკუთრებით დიდი ყურადღება, რათა იქ მცხოვრები ბავშების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე იმუშაონ.

მაია გედევანიშვილის თქმით, სოციალური სამსახური რეგიონებში არ არის ტექნიკურად გამართული, მაგალითად, არ ჰყავთ საკმარისი მანქანები, თუმცა არის ადამიანური რესურსები. ხოლო მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლების ინფრასქტურქტურით აღჭურვის პრობლემაა.

გედევანიშვილის თქმით, შეიძლება გარემონტდეს 5 სკოლა, მაგრამ მეექვსე სკოლა შეიძლება გარემონტდეს 2-3 წლის შემდეგ. როდეააც 2-3 წელი ბავშვი ასეთ გარემოში სწავლობს, ეს, რა თქმა უნდა, მისი უფლებების დარღვევაა.

პრობლემად დასახელდა აღმზრდელთა კვალიფიკაციის საკითხი. გედევანიშვილის თქმით, როდესაც კონკრეტულ უწყებებს სთხოვენ გადამზადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, პასუხად იღებენ, რომ 13-მა აღმზრდელმა ან 20-მა მასწავლებელმა გაიარა გადამზადება. გედევანიშვილის შეფასებით, თუ ტრენინგი გარკვეულ თემაზე იგეგმება, მაშინ ყველა პროფესიონალმა უნდა გაიაროს გადამზადება.

გედევანიშვილის განმარტებით, ძალიან დაბალია პედიატრების რიცხვი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 20  2364 პედიატრია, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე 0.62 ექიმი მოდის,  

რაც შეეება არასრულწლოვანთა თვითმკვლელობას, 2015 წელს დაფიქსირებული 400 ფაქტიდან 13-მა არასრუწლოვანნმა მოიკლა თავი. სახალხო დამცველი ასეთი ფაქტების სწრაფ, გამჭვირვალე და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს.

პრობლემაა საზღვარზე გადაყვანის კუთხითაც, როდესაც არ ხდება ერთი მეურვის ინფორმირება, როდესაც არასრულწლოვანი გადაყავთ საზღვარზე. მაია გედევანიშვილი ამბობს, რომ საჭიროა კომპლექსური მიდგომა ამ საკითხის მოსაგვარებლად, ასევე, სხვა სახელმწფოოებთან მრავალმხრივი თანამშრომლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი