ახალი ამბები

სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტის შემდეგ პოლონეთში NATO-ს ჯარების რაოდენობა გაიზრდება

31 მაისი, 2016 • 1229
სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტის შემდეგ პოლონეთში NATO-ს ჯარების რაოდენობა გაიზრდება

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ პოლონეთში ნატოს წარმომადგენლობა გაიზრდება.

სტოლტენბერგის განცხადებით, განიხილავენ ნატოს გაზრდილი წარმომადგენლობის განთავსების ლოკაციებს, ასევე, მათ ზუსტ რაოდენობას. ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ვარშავის სამიტზე იქნება მიღებული.

“ვარშავის სამიტის შემდეგ,პოლონეთში NATO-ს უფრო მეტი ჯარისკაცი იქნება. ეს იქნება მკაფიო სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთზე თავდსხმა განიხილება, როგორც თავდასხმა მთლიანად ალიანსზე,”- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში ნატოს სამიტი 8-9 ივლისს ჩატარდება. იენს სტოლტნბერგი ვარშავაში სწორედ ნატოს სამიტისთვის მზადების საკითხთან დაკავშირებით იყო. სტოლტენბერგის განცხადებით, ვარშავის სამიტი “ემთხვევა კრიტიკულ დროს, როდესაც ჩვენ წინაშეა უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული გამოწვევები”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი