ახალი ამბებირეკლამა

„ვისოლ ჯგუფი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს „ვენდიში“ იწყებს

30 მაისი, 2016 •
„ვისოლ ჯგუფი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს „ვენდიში“ იწყებს

ვისოლ ჯგუფმაბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირ #36-ში მდებარევენდისამერიკულ რესტორანში ორგანიზაციაგენი ქართულისბენეფიციარ მრავალშვილინი ოჯახების ბავშვებისთვის ინფოტურით დაიწყო.  

მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათვენდისსამზარეულო და გაცნობოდნენ, როგორი მაღალი სტანდარტებით ხდებავენდისუგემრიელესი მენიუს მომზადება. დამატებით, მათ გართობაზე იზრუნესვენდისგოგონებმა და სახეზე მოხატვით, ხელის გულებზე ფერადი საღებავებით ანაბეჭდების დადებით, ცარცით ეზოს მოხატვით და საკვირაო სკოლარებუსთანერთად გასართობშემეცნებითი აქტივობებით, ბავშვებს „ვენდიშიდაუვიწყარი დროის გატარების შესაძლებლობა მიეცათ.  

ორგანიზაციაგენი ქართულისაქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების რიცხვის მატებასა და საზოგადოებრივი აზრის ამ კუთხით ფორმირებას ემსახურება, რითაც დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრას უწყობს ხელს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „ვისოლ ჯგუფი“ შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს:

  1. 30 მაისს USAID/G-PriEd საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი და „ვისოლ ჯგუფი“ ხელს მოაწერენ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც  „ვისოლ ჯგუფის“ წარმომადგენელები მოხალისეებად ჩაერთვებიან დაწყებითი კლასების ბავშვებში ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამაში.
  2. 1 ივნისს „ვისოლ ჯგუფის’ ყველა შვილობილი კომპანიის ობიექტზე მოსულ ბავშვებს განსაკუთრებული გარემო ელით.
  3. 4 ივნისს  „სმარტის“ სუპერმარკეტისა და „დანკინ დონატსის“ წყნეთის ობიექტზე ზაფხულის სეზონის გახსნა იგეგმება, სადაც ბავშვებს და მშობლებს უამრავი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება ელოდებათ.  
  4. 10 ივნისს „ვისოლ ჯგუფს“ გამართავს საქველმოქმედო აქციას რაიდმედის დასახმარებლად. რაიდმედსგახლავთ ცენტრი, სადაცრაიდთერაპიასგადიან ცერებრული დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის, სქოლიოზის და სხვა თანდაყოლილი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები. ბავშვათა რეაბილიტაცია ხდება ცხენებზე ჯირითის დახმარებით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი