29 მაისს საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ეწვევა. ნახეთ კვირას, 29 მაისს დაგეგმილი სხვა მოვლენების ანონსი:
11.00 -20.00 თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ბოლო დღე. მისამართი: „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი. ფესტივალის დეტალური პროგრამა იხილეთ ქვემოთ.
12:00 საათზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში პოლიციის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილეები, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელები დაესწრებიან.
მისამართი: აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი
12:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“, “თბილისის ტრამვაი”, “საქართველოს საავტომობილო ფედერაცია”, “საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია”, „იარე ფეხით“, “საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი”, “ჯამპ სტარტ ჯორჯია” აქციას გამართავენ.
13. 00 Fest i Nova 2016 “მომავალი მეხსიერება” იწყება. ფესტივალი გარიყულა/ახალქალაქში ექსკურსიითა და საუბრებით გაიხსნება. სტუმრებს გარიყულას სასახლეებს, გალავანს და “ვენეციურ” ქუჩებს ყარამან ქუთათელაძე დაათვალიერებინებს და სოფლის დავიწყებულ ამბებს უამბობს. ახალქალაქის საკვირაო ბაზარში ძველმანების ბაზრობა მოეწყობა. საღამოს მუსიკალური პერფორმანსი დაასრულებს.
15:00 ახალციხეში უძველესი სინაგოგის დაარსებიდან 275 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
17.00- თბილისის ფოტო ფესტივალი, თბილისში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, გიწვევთ ფოტო კონკურსის “ქალები ტექნოლოგიებში”, შემაჯამებელ ღონისძიებაზე რესტორან “ეზოში“. ღიონისძიების ფარგლებში გაიმართება კონკურსის მანძილზე მიღებული საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოვება, შეხვედრები და დისკუსიები ახალგაზრა ქალებთან, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობენ; სლაიდ შოუ და ასევე ტექნოლოგიური სიახლეების დემონსტრაცია! ღონისძიებას დახურავს მაქსიმე მაჩაიძე სპეციალურად მომზადებული მუსიკალური ჩართვით!
18:00 საათზე, ”დანტე ალიგიერის საზოგადოება” ევროპის სახლში დანტეს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა- 29 მაისი, კვირა
29 მაისი, კვირა
11:30 – საბალეტო სტუდია „ფუეტეს“ წარმოდგენა
პავილიონის მთავარი სცენა
12:00 – მთარგმნელობითი პროგრამის პრეზენტაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
პავილიონის მთავარი სცენა
12:30 – რიუ მურაკამის წიგნის „პირსინგი“ (მთარგმნელი ნინო შეყილაძე) პრეზენტაცია, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
პავილიონის მთავარი სცენა
12:45 – რეი ბრედბერის წიგნის „მარსის ქრონიკა“ (მთარგმნელები დავით ბალიაშვილი, აკაკი მოსახლიშვილი) პრეზენტაცია, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
პავილიონის მთავარი სცენა
13:00 – ბექა ახალაიას პოეტური კრებულის „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“ წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“
პავილიონის მთავარი სცენა
13:00 – ქართული წიგნის ბაზრის კვლევის პრეზენტაცია, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, მედეა მეტრეველი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა და ორგანიზაცია „ეისითი კვლევის“ ბიზნეს კვლევების ანალიტიკოსი, ნუკა ბილაბიშვილი
„ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონი
13:00 – „თბილი სიტყვების შეჯიბრი“, ამბის მოსმენა და მასზე დაყრდნობით რამდენიმე აქტივობის შესრულება, ასაკობრივი ჯგუფი – 8-9 წელი, წიგნიერების სკოლა „ასფურცელა“
პავილიონის საბავშვო კუთხე
13:30 – ფრენკ ჰერბერტის წიგნის „დიუნი“(მთარგმნელი ნინო ბარძიმიშვილი) პრეზენტაცია. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
14:00 – ლიბერთინსის კარნავალი, გამომცემლობა „პალიტრა L“
„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონის მიმდებარე ტერიტორია
14:00 – შეხვედრა „გუდა-გუდასთან“, გამომცემლობა „პალიტრა L“
პავილიონის მთავარი სცენა
15:00 – „ინტელექტის“ მკითხველების დაჯილდოება „ინტელექტის“ მკითხველთა კლუბის პრეზენტაცია, გამომცემლობა „ინტელექტი“
პავილიონის მთავარი სცენა
15:30 – ელენ ფილდინგის წიგნის „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“(მთარგმნელი ნინო ჭავჭავაძე) პრეზენტაცია, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
16:00 – შეხვედრა ვასილ გულეურთან და თეა ადამიასთან, მინიონების შოუ, ელფის გამომცემლობა
პავილიონის მთავარი სცენა
17:00 – გრიგოლ რობაქიძის ეპისტოლური წიგნის „წერილები შტეფან ცვაიგს“ (მთარგმნელი ნათია ფურცელაძე) წარდგინება, გამომცემლობა „არტანუჯი“
პავილიონის მთავარი სცენა
17:00 საათი – ,,მოგზაურობა წიგნებში,, წარმოდგენილი იქნება
,,ბარონი მიუნჰაუზენი,, რუდოლფ რასპეს მიხედვით
საბავშო კუთხე
17:30 – წიგნის ილუსტრირების ვორქშოფი, FFრეე Aრტ შტუდიო-სთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პავილიონის მთავარი სცენა
18:00 – გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ლატარიის მთავარი გათამაშება, პირდაპირი ტრანსლაცია
პავილიონის მთავარი სცენა
მისამართი: წერეთლის გამზირი 118