ახალი ამბები

გორის გვირაბში 29-31 მაისს ავტოტრანსპორტი სპეციალური რეჟიმით იმოძრავებს

28 მაისი, 2016 •
გორის გვირაბში 29-31 მაისს ავტოტრანსპორტი სპეციალური რეჟიმით იმოძრავებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88 კმ-ზე მდებარე გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში (აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულება) გაწმენდითი და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტი სპეციალური რეჟიმით იმოძრავებს.

კერძოდ, 29, 30 და 31 მაისის დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, აღნიშნულ გვირაბში იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, რომელიც ამჟამად ავტოტრანსპორტის მოძრაობისგან თავისუფალია ლიახვის ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი