საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილს გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი მიულოცა.
„თქვენო აღმატებულებავ, მსურს გადმოქცეთ ჩემი მილოცვა ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი წელს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღნიშნავს.
ქართველ ხალხს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, იღბალსა და ბედნიერებას“, – ნათქვამია დედოფალ ელისაბედ II-ის წერილში.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკამ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა აღიდგინა.