პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა. “ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია. ეს არის ჩვენი ტრადიციები და ღირებულებები”, – თქვა პრეზიდენტმა.
“ეს დღე მინდა მივულცო ჩვენს თანამემულეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს. მინდა ეს დღე მივულოცო საქართველოს მილიონობით მხარდამჭერს მთელ მსოფლიოში და ჩვენს მეგობრებს, მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობენ. უპირველესად მინდა მივულოცო ჩემს თანამებრძოლებს, საქართველოს ჯარს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე იმ საერთაშორისო მისიებში, რომლებშიც ისინი ემსახურებიან სამშობლოს. მინდა მივულოცო ჩვენს მოკავშირეებს, რომლებიც დღეს აქ თავისუფლების მოედანზე ამაყად დგანან ჩვენთან და იცავენ ჩვენს საერთო იდეალებს. საქართველოს დამოუკიდებლობისა დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც სიცოცხლე გაწირა ამ მშვენიერი დღისთვის. ვიხსენებთ ჩვენს თანამემამულეს, ვინც სულ რამდენიმე დღის წინ ოკუპაციას შეეწირა სოფელ ხურჩაში. ვფიქრობთ იმაზე, როგორ იდგებოდნენ ისინი ჩვენთან ერთად, როგორ იზეიმებდნენ დღევანდელ დღეს და ჩვენს მომავალ გამარჯვებებს. ჩვენ ვიხსენებთ იმას 25 წლის წინ ჩვენი თანამებრძოლები მთელმა ერი ერთად როგორ გავერთიანდით ეროვნულ მოძრაობაში და ქვეყნის დამოუკიდებლობას მივაღწიეთ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ ბრძოლის ლიდერს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია.
25 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. თავისუფლებისაკენ სვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევქმნათ თავისუფალი ადამიანების მიერ შექმნილი თავისუფალი საზოგადოება. თავისუფალი ადამიანი არამარტო თვითონ არის თავისუფალი, არამედ იცავს და პატივს სცემს სხვათა თავისუფლებასაც. ასეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ ჩვენ. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია ეს არის ჩვენი ტრადიციები და ღირბეულებები. სწორედ ამიტომ ამ სულისკვეთებით წლევანდელი წელი ასეთი მნიშვნელოვანი წელი 25 წლის დამოუკიდებლობისა, მე ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადე, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ინდივიდუალური და კულტურული ევროპელობა სწორედ სახელმწიფოებრიობაში ამ წელს უნდა გადავიტანოთ. ამ წელს ჩვენ კიდევ მტკიცე ნაბიჯებს გადავდგამთ ევროატლანტიკურ გზაზე. დღეს აქ თქვენთან ვდგავარ და ვზეიმობ ამ მშვენიერ დღეს და ვხედავ იმ გამარჯვევებს, რომელშიც ერთად ვიქნებით. იმ გამარჯევევბს, რომელსაც ერთად მივაღწევთ როგორც თავისუფალი დმეოკრატიული, დამოუკიდებელი და თანამედროვე ერი. ღმერთი ფარავდეს საქართველოს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.