ახალი ამბები

ბერძენიშვილი: ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს, თუ მელიას ჯანმრთელობა?

25 მაისი, 2016 • 2109
ბერძენიშვილი: ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს, თუ მელიას ჯანმრთელობა?
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრი ლევან ბერძენიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას კორცხელის ინციდენტს გამოეხმაურა და პარალელი გაავლო დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის შეყურაცხყოფის გამო პირების დაკავებასთან.
,,ჩვენ გვაინტერესებს სასამართლოს დამოკიდებულება. თუკი უმრავლესობის დეპუტატისთვის პიჯაკის შეურაცხყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, მე მაქვს კითხვა, 20 კაცის მიერ პარლამენტის წევრების, ოპოზიციური პარტიის ლიდერების ფეხქვეშ გაგება, ცემა-ტყეპა მთელი მსოფლიოს დასანახად ისჯება, თუ არ ისჯება? როგორ არის საქმე, ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს, თუ მელიას ჯანმრთელობა?! საერთოდ, ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა პატივისცემას. თან მინდა გითხრათ, არ მინდა სიტყვა სპორტსმენი გამოვიყენო იმ ჯალათების მიმართ, რომლებიც თურმე სპორტსაც ემსახურებიან. არანაირი სპორტსმენები ისინი არ არიან, დაივიწყეთ. სპორტსმენი არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საქმიანობა,”- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
21 მაისს, საკრებულოს შუალეური არჩევნების დროს, სამეგრელოში, სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ რამდენიმე პირი ამოიცნეს კიდეც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) იძიებს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” წევრი დეპუტატის, დავით ლორთქიფანიძის საქმეს, 2015 წლის 3 ოქტომბერს “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები:  ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია ქუთაისში დააკავეს. მათ პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფაიძისათვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენება ედებოდათ ბრალად. მათ მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ეს პირები პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ 2 თვეზე მეტი ხნის შემდეგ, 2015 წლის 26 დეკემბერს გაათავისუფლეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი