ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის თემის ორივე უბანზე ხმების ხელახალი დათვლის შემდეგ იგივე შედეგი დაფიქსირდა.
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე კორცხელის თემის ორ საარჩევნო უბანში ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების ბიულეტენები ხელახლა დაითვალეს.
საოლქო კომისიამ ხმების გადათვლის საკითხზე დღეს, 23 მაისს, 20 საათზე იმსჯელა. სხდომის შემდეგ კომისიამ ხმების გადათვლის პროცესი დაიწყო.
ცესკომ უცვლელად დატოვა არჩევნების შედეგები, რომელიც ასე გამოიყურება – 53-ე უბანზე “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ამირან ლაგვილავამ მიიღო 444 ხმა (51.39%), ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ვარადებული ლაშხიამ 405 ხმია (46.88%).
54-ე უბანზე, ვარადებული ლაშხიამ მიიღო 218 ხმა (56%), ხოლო ამირან ლაგვილავამ- 169 (43,56%).
საბოლოო შედეგით, ზუგდიდის #67.15 ოლქში, რომელშიც შედის 53-ე და 54-ე უბნები, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გაიმარჯვა შედეგით:
“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ვარადებული ლაშხია – 49.76% .
“ქართული ოცნების” კანდიდატი ამირან ლაგვილავა – 48.96%.
ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხიას თქმით, 53-ე უბანზე ამომრჩევლის რაოდენობად 882 დაფიქსირდა. მისი თქმით, გასწორდა ის შეუსაბამობა, რომლის მიხედვითაც, შემაჯამებელ ოქმში აღნიშნული იყო 881 ამომრჩევლის ხელმოწერა, ხოლო ყუთდან ამორებულია 882 ბიულეტენი.
ზუგდიდის 67-ე ოლქის 53-ე და 54-ე უბნებში ხმების ხელახალი დათვლის შედეგით, გამარჯვებულად კვლავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდაიდტებმა გაიმარჯვეს.
ცესკოს ცნობით, მომჩივანი ითხოვდა ზუგდიდის #67-ე საარჩევნო ოლქის 53-ე და 54-ე საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოყენებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლას, ასევე, ბათილად ცნოს ან გადაისინჯოს 53-ე და 54-ე უბნების კენჭისყრის შედეგები.
ოცნების მოთხოვნებში შედიოდა ის, რომ ბათილად ცნონ ან შეიცვალოს ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 53-ე და 54-ე უბნების კომისიების კენჭისყრის შემაჯამბელი ოქმების შედეგები შემოწმების ან/და გადათვლის შედეგების შესაბამისად.
“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ გადათვლის საჭიროება იმითაა გამოწვეული, რომ მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის უბნის გარეთ იყო დაძაბული და სტრესული გარემო.
ენმ-ის კანდიდატმა ვარდებული ლაშხიამ “ქართული ოცნების” წარმომადგენელ ამირან ლაგვილავას ორივე უბნის შედეგების მიხედვით არჩევნები 10 ხმით მოუგო. არჩევნები ზუგდიდში მხოლოდ ამ ორ უბანზე ტარდებოდა.