“ეს ქმედებები დაკავშირებულია გუშინდელ ეთერთან. როდესაც პირდაპირ ეთერში საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი და დილის 8 საათზე ასეთი ღონისძიებები იწყება, მე ვხედავ პირდაპირ ბმას ამ ორ მოვლენას შორის. ეს არის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, შეაჩეროს ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები, რომელიც ბატონმა ბიძინამ დაიწყო,” – ასე აფასებს ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია ტელეკომპანია “მაესტროში” დღეს დილიდან განვითარებულ მოვლენებს.
მისივე თქმით, მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ზეწოლა ტელევიზიის მიმართ.
“ბუნებრივია, ასეთი ქმედებები შედის ხელისუფლების ინტერესებში და ამის გაგრძელებაა ის, რომ ტელევიზიის დაცვის თანამშომელმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და მათ ჟურნალისტები არ შეუშვეს შენობაში და მუშაობის საშუალება არ მისცეს”, – აცხადებს ბესელია.
შეგასხენებთ, რომ დღეს დილით ტელეკომპანია “მაესტროს” შენობაში შევიდა არხის მმართველი კომპანიის მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი, რომელმაც შენობაში არ შეუშვა ჟურნალისტები და რამდენიმე საათით გათიშა არხის მაუწყებლობა.
გუშინ საღამოს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ეკა ბერიძის გადაცემაში, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა.