ახალი ამბები

ცესკო: ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა გლდანის ოლქში დაფიქსირდა

22 მაისი, 2016 •
ცესკო: ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა გლდანის ოლქში დაფიქსირდა

ცესკოს თავმჯდომარემ კენჭისყრის დღე შეაჯამა. 20:00 სთ-ის მდგომარეობით გლდანში ამომრჩეველთა აქტივობამ წინასწარი მონაცემებით – 14,77% შეადგინა, გარდაბანში – 32,83%, კასპში – 47,97%, წყალტუბოში 55,99%, ოზურგეთში 56,94%, ხობში 50%, ხოლო ზუგდიდში – 64,19%.

რაც შეეხება საჩივრებს, ამ ეტაპზე ცესკოში შესულია 19 საჩივარი: უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიებში – 11, საუბნო კომისიებში კი – 8. კომისიის თავმჯდომრის, თამარ ჟვანიას განცხადებით, საჩივრები შეეხება მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზებს, რომლებზეც შესაბამისი საარჩევნო კომისია კანონმდებლობით დადგენილ ვადებში იმსჯელებს.

დღეს საქართველოს 7 მაჟორისტარულ ადგილობრივ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი