ახალი ამბები

კალაძე: პროვოკაციები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგაც გაგრძელდება

22 მაისი, 2016 •
კალაძე: პროვოკაციები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგაც გაგრძელდება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა. კალაძემ კორცხელში მომხდარ ინცინდენტში “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, პროვოკაციები გაგრძელდება.

“გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ნაციონალურ მოძრაობას განზრახული აქვს სოფელ კორცხელის საარჩევნო უბნის „ჩაშლა“. განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი, რომელსაც უნდა შექმნოდა არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა. ნაციონალურ მოძრაობას კორცხელში ჩაყვანილი ჰყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომელთაც კონკრეტულად ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია და ბატონი ბეჟაშვილი. გვაქვს ინფორმაცია, რომ უბნების დახურვის შემდგომაც გაგრძელდება პროვოკაციები. მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ აყვნენ არავის და არ გახდნენ ნაციონალების დაგეგმილი სცენარის უნებური მონაწილეები” – ამბობს კახა კალაძე.

ვიცეპრემიერი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტსაც გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა მაქსიმალურად დაიცვან ამომრჩეველი და საარჩევნო უბნების უსაფრთხო და თავისუფალი ფუნქციონირება უზრუნველყოს.

კახა კალაძემ 2012 წელს კარალეთში მომხდარი ინცინდენტიც გაიხსენა:

“მე ვაპატიე იმ ადამიანებს, ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა. მაგრამ ვერ და არ ვაპატიებ იმათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალიტებს ესვრის ქვას!”- აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი