ახალი ამბები

კარალეთის ინციდენტის გამო 5 პირია დაკავებული

14 ივლისი, 2012 •
კარალეთის ინციდენტის გამო  5 პირია დაკავებული

შსს-ს 14 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით , პოლიციამ   ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულები პირები დააკავა:  შენგელია ცოტნე, გოგიაშვილი კახა, ჯანეზაშვილი ვლადიმერი, გოჩაშვილი გიორგი.


შსს -ს ცნობით, “ასევე დაკავებულია ლევან მაისურაძე, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სააგენტო “ინფო 9” -ის ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს”.  თუმცა საბა წიწიკაშვილი არა “ინფო 9”–ის. არამედ qartli.ge -ს რედაქტორია.


დაკავებულებს გორის რაიონულმა სასამართლომ 15 –დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.


დაკავებულთაგან ერთ-ერთი, გიორგი გოჩაშვილი, კარალეთის გამგეობის თანამშრომელია. სწორედ მას და  “ქართული ოცნების”  ერთ-ერთ ლიდერს კახი კალაძეს შორის მოხდა დაპირისპირება 11 ივლისს.


“ინტერპრესნიუსის” ცნობით, დაკავებულთა შორის კალაძის დაცვის წევრიცაა.

 

“ქართულ ოცნებას” ამ დაკავებებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

 

ინციდენტი 11 ივლისს გორის რაიონის სოფელ კარალეთში მაშინ მოხდა, როცა იქ “ქართული ოცნების”  წევრები მივიდნენ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი