ახალი ამბები

ბოლო მონაცემებით, ცესკოში შესულია 10 საჩივარი

22 მაისი, 2016 • 1142
ბოლო მონაცემებით, ცესკოში შესულია 10 საჩივარი

ცესკომ ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 სთ-ის მდგომარეობით წარადგინა. გლდანში აღნიშნული დროისთვის ამომრჩეველთა 11,2 % მივიდა, გარდაბანში – 26,3%, კასპში – 40,3%, წყალტუბოში – 50,4%, ოზურგეთში – 49,3%, ხობში – 44,7% და ზუგდიდში – 54,1%. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ტარდება არჩევნები, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54, 314-ს შეადგენს.

“მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 10 საჩივარი, ხოლო საარჩევნო უბნებზე – 8. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებსა და საუბნო საარჩევნო კომისიებში ზოგიერთი საჩივარი ანალოგიურია, ვინაიდან უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენა ორივე დონის საარჩევნო კომისიებში შეუძლიათ,” – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.