ახალი ამბები

გოკა გაბაშვილი: საარჩევნო უბნებთან დაპირისპირების საშიშროება კიდევ არსებობს

22 მაისი, 2016 • 1304
გოკა გაბაშვილი: საარჩევნო უბნებთან დაპირისპირების საშიშროება კიდევ არსებობს

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, სამეგრელოში, საარჩევნო უბნებთან დაპირისპირების საშიშროება კიდევ არსებობს, რადგან ის ჯგუფები, რომლებიც მათი პარტიის წევრების ცემაში მონაწილეობდნენ, კვლავ ადგილზე რჩებიან.

“თბილისიდან ჩაყვანილი ზონდერბრიგადები კუნთმაგარი ბიჭების, რომლებიც აცხადებენ, რომ ტურისტები არიან, მობილიზებული არიან საარჩევნო უბანთან. მათ მოაწყვეს ნამდვილი ფიზიკური ანგარიშწორება. ისინი შეიარაღებული იყვნენ “კასტებებით”, რკინის ხელჯოხებით. ეს არის ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა. ეს ხდებოდა სინქრონში პოლიციასთან, რომელიც არც კი ეკარებოდა ამ ჯგუფებს. არათუ ვინმე არ არის დაკავებული, ახლაც ისინი დგანან საარჩევნო უბანთან და უშლიან ადამიანებს ხელს, რომ მათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. დაძაბულობის პოტენციალი კიდევ არსებობს, რადგან ეს ჯგუფები არსად წასულან,” – განაცხადა გაბაშვილმა.

სამეგრელოში, სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებელმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს.

პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანი, საქართველო ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ოპონენტების პროვოკაციულ ქმედებად აფასებს.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი