ახალი ამბები

საია შსს-ს მოუწოდებს საარჩევნო უბნებთან დაპირისპირების ფაქტები გამოიძიოს

22 მაისი, 2016 •
საია შსს-ს მოუწოდებს საარჩევნო უბნებთან დაპირისპირების ფაქტები გამოიძიოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართალდამცავ ორგანოებს ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის #53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას სთხოვს.

საიას ინფორმაციით, ზუგდიდის ოლქის 53-ე და 54-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყვნენ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები და წარმომადგენლები (დაახლოებით 20 ადამიანი). დაახლოებით 13:30 საათისთვის 53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შელეპარაკება მოხდა მობილიზებულ პირებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის. დაპირისპირებაში დაახლოებით რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რა დროსაც  ფიზიკური დაზიანება მიიღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიასაშუალების წარმომადგენლებს. ამ ეტაპისთვის პოლიცია იმყოფება საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა არასაკამრისი რაოდენობით.

საია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებსა და წარმომადგენლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და მშვიდ რეჟიმში დაელოდონ შედეგების შეჯამებას.

ასევე, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მოახდინონ ზემოაღნიშნული ფაქტის დროული გამოძიება და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება; მოახდინონ პრევენციული ღონისძიებების გატარება, ხოლო სამართალდარღვევისა ან/და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, დროული რეაგირება და შესაბამისი პირების მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება; უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კენჭისყრის პროცედურების მშვიდ ვითარებაში წარმართვა.

საიას ოცამდე დამკვირვებელი კენჭისყრის დაკვირვებას ახორციელებს როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით. ორგანიზაციის ყურადღება, კენჭისყრის პროცესებზე დაკვირვების გარდა, მიმართულია საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების  მხარდამჭერთა პირების მიმართ, რომლებიც შეკრებილები არიან საუბნო საარჩევნო კომისიებთან.

სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებელმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი