ახალი ამბები

7 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

22 მაისი, 2016 • 1279
7 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.

საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა. ცესკოს ინფორმაციით, დამკვირვებლებს, პოლიტიკური სუბიექტებსა და მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ კენჭისყრის წინა პროცედურებს. კენჭისყრის წინა პროცედურებს დააკვირდა პოლიტიკური სუბიექტების 134 წარმომადგენელი და 178 დამკვირვებელი.

“ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე უკვე მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. მოცემული დროისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს,” – განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

საარჩევნო კანონდმებლობის მიხედვით, დღეს  მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი