ახალი ამბები

პროკურატურასთან “თავისუფალი დემოკრატების” აქცია გაიმართა [ფოტო/ვიდეო]

21 მაისი, 2016 • 1845
პროკურატურასთან “თავისუფალი დემოკრატების” აქცია გაიმართა [ფოტო/ვიდეო]

“თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებით საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია დასრულდა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ირაკლი ალასანიას განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატები” ყოფილი მაღალჩინოსნების გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს შეგროვებას   და პრეზიდენტისთვის მათი შეწყალების ინიციატივით მიმართვას გეგმავენ. პარალელურად კი საპროტესტო აქციებიც გაგრძელდება.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის, თქმით, ხელმოწერების შეგროვების შემდეგ აქციის ორგანიზატორები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ:  „საქართველო მიმართავს ბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ დაკავებული ადამიანები გაათავისუფლოს ტყვეობიდან. ეს ჩვენი ვალდებულებაა. მე არ ვამბობ, რომ ეს პრეზიდენტის ვალდებულებაცაა, – ეს მისი უფლებაა. პრეზიდენტს ამის გაკეთება შეუძლია, თუკი ის არის კონსტიტუცის გარანტი და კონსტიტუციური წესწყობილების გარანტი“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ ცაგარეიშვილმა.

“თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებით საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია გაიმართა 21.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებით საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია გაიმართა 21.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

-„პატრიოტების, ღირსეული ადამიანების სამსახური არ უნდა დაისაჯოს.  ეს ადამიანები არ უნდა გახდნენ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირების, ან პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოცხადებული უწესო ბრძოლის მძევლები და ტყვეები“ – ამბობს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის უფლებებს იცავდა სასამართლოში. „საიას“ ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს,  რომ განაჩენი არ არის განპირობებული საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებვი გარემოებებით: „ეს აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს, რომ აქ იყო პორიტიკური ინტერესის საგანი. 18 თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესზე მოსამართლეს დასჭირდა მხოლოდ ორი (ისიც არასამუშაო) დღე გადაწყვეტილების მისაღებად. საქმეში არის ძალიან ბევრი ღიად დატოვებული კითხვა – მათ შორის, არ იკვეთება დამაშაულის ჩადენის მოტივი, რაც აუცილებელი ელემენტია იმისთვის, რომ ჩვენი კანობმდებლობით ადამიანი გამოცხადდეს დამნაშავედ,“ – უთხრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ,  ანა ნაცვლიშვილმა „ნეტგაზეთს“.

 

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში ბრადებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს: გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა, ხოლო 30 ოქტომბერს ყველა მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საუბარია თანხის კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.

დაკავებულთა შორის იყვნენ: თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

სილქნეტმა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ, იმავე დღეს დაადასტურა, რომ მათ 2013 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სადავო ტენდერში. კომპანიამ განაცხადა, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამართული სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. მან პროკურატურის ქმედებებში “პოლიტიკური სარჩული” შენიშნა და თქვა, რომ ადგილი აქვს “შეტევას საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“. ალასანიას თქმით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების დაკავება ზუსტად მაშინ განხორციელდა, როდესაც ის მინისტრის რანგში ევროპაში ვიზიტს მართავდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით. ალასანიამ მოგვაინებით განმარტა, რომ იგი ევროპაში საქართველოსთვის ანტისაჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესაძლებლობებზე საუბრობდა. ამის შემდეგ მინისტრის თანამდებობები დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პატრიაშვილმა. საბოლოოდ კი, თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს.

“თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებით საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია გაიმართა 21.05,2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგერაძე

“თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებით საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია გაიმართა 21.05,2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგერაძე

“თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებით საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია გაიმართა 21.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებით საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია გაიმართა 21.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებით საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია გაიმართა 21.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებით საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია გაიმართა 21.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებით საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია გაიმართა 21.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებით საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია გაიმართა 21.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებით საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია გაიმართა 21.05.2016 ფოტო ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებით საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია გაიმართა 21.05.2016 ფოტო ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი