ახალი ამბები

მწვანე ალტერნატივა: მემორანდუმი საქართველოს ევროპული კურსის მიმართ კითხვებს აჩენს

19 მაისი, 2016 • 2103
მწვანე ალტერნატივა: მემორანდუმი საქართველოს ევროპული კურსის მიმართ კითხვებს აჩენს

საქართველოს, სომხეთს, რუსეთსა და ირანს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი ქვეყნის დეკლარირებული ევროპული კურსის მიმართ კითხვებს აჩენს, აცხადებს  “მწვანე ალტენრატივა”.

მემორანდუმში აღნიშნულია, რომ მხარეებმა უნდა იზრუნონ “სამხრეთისა და ჩრდილოეთის” დერეფნის შექმნაზე, რეგიონალურ ენერგოსისტემებს შორის კავშირების გაძლიერებაზე, რეგიონალური ელექტროენერგიის ბაზრის ფორმირებაზე.

მემორანდუმში მიზანია ისიც,  რომ მხარეთა ენერგოსისტემებს შორის მოხდეს ელექტროენერგიის სეზონური და დღიური გაცვლა, ტრანზიტის განხორციელება, ასევე, დახმარება მხარეთა სახელმწიფოების კერძო კომპანიების მონაწილეობის მიზნით.

მემორანდუმში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს ექსპლუატაციაში შევა სომხეთი–საქართველოს 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი ქვესადგურით და შესაძლებელი გახდება სომხეთისა და საქართველოს ენერგოსისტემების პარალელურ არასინქრონულ რეჟიმში მუშაობა 2021 წლისთვის 700 მეგავატამდე გაზრდის პერსპექტივით.

ასვეე აღნიშნულია, რომ 2018 წელს  ექსპლუატაციაში შევა სომხეთისა და ირანის 400-კილოვოლტიანი ორჯაჭვიანი გადამცემი ხაზი, რითიც შესაძლებელი გახდება მათ შორის 1200 მეგავატამდე ელექტროენერგიის გაცვლა პარალელულ სინქრომულ რეჟიმში.

ხოლო საქართველოსა და რუსეთს შორის-  500 მეგავატამდე ელექტროენერგიის პარალელურ სინქრონულ რეჟიმში გაცვლის არსებულ შესაძლებლობას და მიმდინარე მოლაპარაკებებს ურთიერთიობების გაღრმავების მიზნით, რათა გაიზარდოს საქართველოს და რუსეთის ფედერაციას შორის ელექტროენერგიის გადაცემის შესაძლებლობები.  

“მწვანე ალტერნატივის” წევრი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ გაუგებარია, თუ რატომ ავითარებს საქართველო თავის კავშირებსა და დამოკიდებულებას ევრაზიულ კავშირში მყოფ ქვეყნებთან, სომხეთთან და რუსეთთან მაშინ, როდესაც ჩვენი გაცხადებული კურსი ევროპულია.

“კითხვის ნიშნებს ბადებს ჩვენს არჩეულ კურსთან დაკაშირებით. რეალურად მივდივართ ევროკავშირისკენ, თუ ევრაზიული კავშირისკენ?”, – ამბობს ჭიპაშვილი.

ჭიპაშვილი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ არ მომხდარა საჯარო განხილვები და საზოგადეობის ჩართულობა ამ მემორანდუმის გაფორმებასთან დაკაშირებით.  იგი ამბობს, რომ მომავალში მემორანდუმის გაფორმება  საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმებით გაგრძელდება.

მემორანდუმის მიზნების განსახორციელებლად შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო ოთხი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრების მოადგილეების ხელმძღვანელობით. მემორანდუმს 2016 წლის 13 პარილს ერევანში მოაწერეს ხელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი