ახალი ამბები

მემორანდუმი ენერგეტიკულ სფეროში საქართველოს, რუსეთს, სომხეთსა და ირანს შორის

13 აპრილი, 2016 • 1685
მემორანდუმი ენერგეტიკულ სფეროში საქართველოს, რუსეთს, სომხეთსა და ირანს შორის

დღეს, 13 აპრილს საქართველომ, რუსეთმა, სომხეთმა და ირანმა ენერგეტიკულ სფეროში მემორანდუმი გააფორმეს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაფორმდა.

მომორადუმს ხელი მოაწერეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ჰამიდ ჩიტჩიანმა, სომხეთის ენერგეტიკის მინისტრმა ლენოვ ეოლიანმა, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა.

როგორც რია-ნოვოსტი წერს, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია რიგი ღონისძიებები, რომლებიც ჩრდილოეთი-სამხრეთი ელექტროენერგეტიკული კორიდორის შექმნისკენ იქნება მიმართული.

2016 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა თეირანში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეეები აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომლებიც ორი ქვეყნის ელექტროკავშირგაბმულობის შეერთებას ითვალისწინებს და ამ ხაზმა საქართველოს და სომხეთის ტერიტორიები უნდა გადაკვეთოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი