ახალი ამბები

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართება

25 ნოემბერი, 2011 • • 1301
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართება
რუსეთის ფედერაციის საბჭოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 4 მარტს ჩატარდება.

ფედერაციის საბჭოს რეზოლუციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, არჩევნების თარიღი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება მთავრობის მიერ, რომელიც უნდა მოხდეს არა უგვიანეს ხუთი დღისა არჩევნების თარიღის დანიშვნიდან.

საარჩევნო კამპანია რეზოლუციის გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვერც ერთი სხვა კანდიდატი პუტინს სერიოზულ კონკურენციას ვერ გაუწევს და მას რუსეთის მომავალ პრეზიდენტად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი