ახალი ამბები

ანონსი: 17 მაისი

16 მაისი, 2016 • 1061
ანონსი: 17 მაისი

11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში რესპუბლიკური პრტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს

თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

11:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ეროვნული სასწავლო გეგმისრევიზიასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრას გახსნის, რომელიც ესტონელი და ქართველი ექსპერტების ერთობლივ მონაწილეობით ჩატარდება.

მის.: უზნაძის 52

11:30 “პირველის პრესკლუბში” “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიმდინარე საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

12:00 საქართველოს ბანკის სათაო ოფისში, გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის, პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაციის Listen to My Voice(ჩემი ხმა) პრეზენტაცია. პროექტი საქართველოს ბანკის დაფინანსებით ფონდმა „სიცოცხლის ხე“ განახორციელა.

მისამართი: გაგარინის ქ. 29ა (შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან),

12:00 “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ბრიფინგს გამართავს და გამოვა ინიციატივით საქართველოში ტოტალიზატორებისა და კაზინოების აკრძალვის მოთხოვნით.

მის.: ი. ხვიჩიას 17

12:00 “პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში “არგენტინის სახლი საქართველოში” წარმომადგენლები პრესკონფერეციას  გამართავენ

თემა: ბრაზილიელი ფეხბურთელის ა/წ ივლისში პელეს საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით და პელეს წარმომადგენლების მოთხოვნა ხელშეკრულების გასაფორმებლად უმოკლეს ვადებში;   საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურნირის დღეებში  არგენტინის, ბრაზილიისა და   ურუგავის ქვეყნების ბიზნეს ფორუმი.

12:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (ჩ კორპუსი, V სართული)

12:00 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238

13:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, რომელზეც მოხსენებით თბილისის მერი დავით ნარმანია გამოავა.

13:00 თბილისის საკრებულოსთან “პარტიზანული მებაღეობა თბილისში” აქციას გამართავს.

14:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომა.

14:00 საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წევრების შეხვედრა საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის (UK Office of Budget Responsibility) ექსპერტებთან
თბილისი, “A” კორპუსი, ოთახი N015

16:30 საქართელოს პრეზიდენტი ქუთაისის კადეტთა ლიცეუმს დაათვალიერებს,

17 :00 გიორგი მარგველაშვილი კადეტებისათვის საჯარო ლექციას წაიკითხავს, რის შემდეგაც კადეტების შეკითხვებს უპასუხებს.

18:00 გიორგი მარგველაშვილი  „ქარავან არტ ფორუმი 2016“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება.

18:00 მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მზია ხეთაგურის საიუბილეო საღამო.

19:00 საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის სამეფო რეზიდენციას დაათვალიერებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი