ახალი ამბები

ანონსი: 16 მაისი

15 მაისი, 2016 • 1351
ანონსი: 16 მაისი

10:15 საათზე, “პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უნრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 საათზე სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” სახალხო დამცველი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საპარლამენტო ანგარიშის მოკლე ვერსიას წარუდგენს.

11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში დეპუტატი გია ვოლკი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, “ქართული ოცნების“ ყრილობა

11:30 საათზე ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, “ქართული ოცნების“ ყრილობა.

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში “თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, “ქართული ოცნების“ ყრილობა

15.00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი