ოლდ ტრაფორდზე ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედის ფინალური მატჩი პრემიერ ლიგაში სტადიონზე აღმოჩენილი საეჭვო შეფუთვის გამო ჩაიშალა. განგაში მაშინ გამოცხადდა, როცა ფეხბურთელები სტადიონის მარცხენა ნაწილში მოთელვით ვარჯიშებს ატარებდნენ.
პოლიციამ გულშემატკივრების სრული ევაკუაცია მოახდინა. მომხდარზე ოფიციალური განცხადება გააკეთა მანჩესტერ იუნატიდის ხელმძღვანელობამ – “სტადიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საეჭვო შეფუთვის აღმოჩენის გამო მატჩი დღეს აღარ ჩატარდება”.
კლუბს მატჩის გადადების რეკომენდაცია პოლიციამ მისცა. ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. როდის გაიმართება შეხვედრა, რომელიც უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო ჩაიშალა, ჯერჯერობით უცნობია.