ახალი ამბები

“პარტია განახლდება” – ივანიშვილი “ქართული ოცნების” ყრილობაზე

14 მაისი, 2016 •
“პარტია განახლდება” – ივანიშვილი “ქართული ოცნების” ყრილობაზე

სპორტის სასახლეში, სადაც დღეს პარტია “ქართული ოცნების” ყრილობა უნდა გაიმართოს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მივიდა.

ბიძინა ივანიშვილის გარდა, ქართული ოცნების ყრილობაზე იმყოფება პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე.

ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ “ქართული ოცნება  განახლდება”.

ყრილობაზე დასასწრებად კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მივიდა. მას დარბაზში მყოფები ტაშით შეხვდნენ.

დღეს, 14 მაისს, სპორტის სასახლეში “ქართული ოცნების” ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს და თავმჯდომარეს აირჩევენ. თავმჯდომარეობის კანდიდატი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია.

ყრილობაზე სტუმრის სტატუსით მიწვეული არიან დიპლომატებიც და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები. მიწვეულთა შორის არ არის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ქართველი მილიარარდერი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობაზე მივიდა. 14 მაისი, 2016. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ქართველი მილიარარდერი ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” ყრილობაზე მივიდა. 14 მაისი, 2016. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სპორტის სასახლეში პარტია "ქართული ოცნების" ყრილობა იწყება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. კანდიდატად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია წარდგენილი. 14 მაისი 2016. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

სპორტის სასახლეში პარტია “ქართული ოცნების” ყრილობა იწყება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. კანდიდატად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია წარდგენილი. 14 მაისი 2016. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

"ქართული ოცნების" ყრილობა სპორტის სასახლეში იმართება. თბილისი, საქართველო. 14 მაისი, 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

“ქართული ოცნების” ყრილობა სპორტის სასახლეში იმართება. თბილისი, საქართველო. 14 მაისი, 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი