ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ყრილობამდე სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

14 მაისი, 2016 • 1768
“ქართული ოცნების” ყრილობამდე სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, სპორტის სასახლესთან, სადაც მალე პარტია “ქართული ოცნების” ყრილობა უნდა დაუწყო, აქციას მართავენ მოქალაქეები, რომლებიც თავს  “ცენტრ-პოინტისგან ” დაზარალებულებად მიიჩნევენ.

ისინი მთავრობას “ცენტრ-პოინტის” მფარველობაში ადანაშულებენ და კომპანიის ვახტანგ რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის დაკავებას მოითხოვენ.

“რომელიმე დეპუტატი მაინც მოვიდეს, ბოდიში მაინც მიგვიხადოს. ჩვენ ორი ხელისუფლების მოტყუებული ხალხი ვართ. 6200 ოჯახი ქუჩაში დაგვტოვეს,” – აცხადებს აქციის მინაწილე ნარგული ქემოკლიძე.

აქციის მონაწილეებთან  პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” სოსო ჯაჭვლიანი მივიდა და აქციის მონაწილეებს ხვალ შეხვედრას დაპირდა.

უკვე მრავალი წელია მოქალაქეების ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავს “ცენტრ-პოინტის” წინააღმდეგ. ისინი კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებენ.  მათმა ნაწილმა სარჩელით სასამართლოს მიმართა.

 

მოქალაეები, რომლებიც თავს "ცენტრ პოინტისგან" დაზარაბულად მიიჩნევენ, აქციას მართავენ. 14 მაისი, 2016, ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მოქალაეები, რომლებიც თავს “ცენტრ პოინტისგან” დაზარაბულად მიიჩნევენ, აქციას მართავენ. 14 მაისი, 2016, ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი