ახალი ამბები

ანონსი – 14 მაისი

14 მაისი, 2016 •
ანონსი – 14 მაისი

წარმოგიდგენთ 14 მაისს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

09:30 საათზე, ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“ ფარგლებში,ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება გაიმართება. სწავლებისფარგლებში ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებიტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან საბრძოლო სროლებსგანახორციელებენ. დაგეგმილია სწავლებაში მონაწილე ქართველისამხედროების მიერ ამერიკული ჯავშანტექნიკის საბრძოლოშესაძლებლობების გაცნობა. საკონტაქტო პირები: ირაკლი გურგენიძე – 577198866.

11:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში სადახლოსადა ფოკაში ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი ქართული ენისშემსწავლელი უფასო კურსები დასრულდება. კურსის მონაწილეებს იუსტიციისმინისტრი თეა წულუკიანი  და გაერო-ს განვითარების პროგრამისწარმომადგენელი შომბი შარპი სერტიფიკატები გადასცემს.მისამართი: იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სანდრო ეულის 3ა.

11:00-დან 18:00 საათამდე, HR პროფესიონალთა გილდიის მიერორგანიზებულ მეორე საერთაშორისო HR კონფერენციას – „თანამედროვე ტენდენციებიდა გამოწვევები ადამიანური რესურსების მართვაში“ მასპინძლობს და ორგანიზაციებშიადამიანური რესურსების მართვის სფეროში ახალი, თანამედროვე სტანდარტებისშემოღებას, მათი დანერგვის გზებისა და შესაძლებლობების გამოვლენას ისახავს მიზნად. კონფერენცია სასტუმრო “ბეტსიში” (ი, მაყაშვილისი ქ. 32/34) გაიმართება და მასშისახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო და კერძო კომპანიების ადამიანურირესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

13:00 საათზე, ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის  განახლებული განყოფილებაგაიხსნება.გახსნას დაესწრებიან უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოსკათოლიკოს- პატრიარქი ილია II,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისადა სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული. მისამართი: ლუბლიანას ქ. N66. საკონტაქტო პირი: საზოგადოებასთან ურთიერთობისსამსახურის უფროსი, თამარ ყიფიანი – 599146941.

13:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიწარმომადგენლობითი ორგანოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრეელისაშვილის ინიციატივით, გამოფენა – “ალექსანდერსდორფი – თბილისშიდაკარგული გერმანული სოფელი” მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც ნესტანთათარაშვილის ილუსტრირებული ლექცია – “გერმანელები საქართველოში – 1817-2017” გაიმართება. მისამართი: თავისუფლების N2.

17:00 საათზე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშების მხარდასაჭერი აქცია ჩატარდება. აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსთან დაიწყება, რის შემდეგაც “ჯორჯიან მანგანეზის” (მარჯანიშვილის 5) ოფისამდე მსველელობა გაიმართება. აქციას ზესტაფონელი მშრომელებიც, იმერეთის მეტალურგიული პროფკავშირის წარმომადგენლები შეუერთდებიან. საკონტაქტო პირი: გიგა ბრეგვაძე – 598706015.

17:00 საათზე, თიბისი გალერეა გამოფენას „თვითგამოხატვა“ უმასპინძლებს, რომელიც ფოტოკონკურსის, „ქოლგას“ ფარგლებში გაიმართება.ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფები საკუთარი  ნამუშევრებით ერთი თემის, „იდენტობის“ ირგვლივ გაერთიანდებიან. დასწრება თვისუფალია. მისამართი: მარჯანიშვილის N7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა.

19:00 საათზე, პირველი არხის ეთერში გადაცემის „წიგნების თარო“ ფინალური თამაში გაიმართება. ერთმანეთს თბილისის ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლა და ბათუმის სკოლა ევრო 2000 დაუპირისპირდება. პროექტის მონაწილეებს სხვადასხვა საჩუქარი გადაეცემათ. „წიგნების თაროს“ ამ სეზონის უკლებლივ ყველა მონაწილე ანაკლიის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება, საზოგადოებრივი მაუწყებელი გამარჯვებულ გუნდს კი აგვისტოში, დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაგზავნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი