ახალი ამბები

ცესკომ ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერზე სარეფერენდუმო შეკითხვა არ დაარეგისტრირა

13 მაისი, 2016 •
ცესკომ ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერზე სარეფერენდუმო შეკითხვა არ დაარეგისტრირა

დღეს, 13 მაისს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა დაერეგისტრირებინა სარეფერენდუმო შეკითხვა კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის თაობაზე.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში შედიან ალექსანდრე ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე, ზვიად ტომარაძე, კახაბერ მიგინეიშვილი, მიმართეს ცესკოს სარეფერენდუმო შეკითხვის დასარეგისტრირებლად – „თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?”.

ქორწინებათან დაკაშირებით ცესკოში სხვა საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული სარეფერენდუმო შეკითხვაა, რომელიც ასე ჟღერს- “გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“.

აღნიშნული საკითხი ცესკომ 2016 წლის 29 მარტს დაარეგისტრირა. ინიციატორები არიან ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თემურაზ ცისკარიშვილი და დავით კუჭავა.

მათ სამი თვის ვადაში უნდა შეაგროვონ არანაკლებ 200 ათასი ხელმოწერა, რის შემდეგაც ცესკო ერთი თვის ვადაში იმსჯელებს საკითხზე დ შემდეგ პრეზიდენტს გაუგზავნის განსახილველად, რომელიც მოიწონებს, ან არ მოიწონებს ამ ინიციატივას.

მასალების გადაბეჭდვის წესი