ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი ქართულ-ამერიკულ წვრთნებს ეხმაურება

13 მაისი, 2016 • 1232
ცხინვალი ქართულ-ამერიკულ წვრთნებს ეხმაურება

ქართულ-ამერიკულ წვრთნებს Noble Partner, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ცხინვალი ეხმაურება.

“სამხრეთ ოსეთი საქართველოს მხრიდან რევანშისტულ განწყობებს სიფრთხილით უყურებს. ჩვენ მუდამ ფხიზლად ვართ, რამდენადაც საქართველოსგან კარგს არ უნდა მოელოდე. რუსეთთან თანამშრომლობასა და ინტეგრაციაზე შეთანხმებებს ვაფორმებთ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ერთადერთი დამცველი და მოკავშირე. შეთანხმების ფარგლებში მოსკოვთან უკვე ხელმოწერილია საზღვარსა და მთელ რესპუბლიკაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები”. -ამბობს იანა იანკოვსკა, დე ფაქტი რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანი.

“აშკარაა, რომ NATO აშშ-ის პატრონაჟით პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის ნეიტრალიზებისთვის ემზადება. ეს სწავლებები მოწმობს იმას, რომ ალიანსის ქვეყნებს ეშინია რუსეთის სხვა ქვეყნებთან ახალი ალიანსის შექმნის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ საქართველოში მსგავსი სწავლებების ხელის შეშლას, თუმცა ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთთან ხელმოწერილი შეთანხმებები სრულად რეალიზდეს”, – ამბობს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცესპიკერი, დიმიტრი ტასოევი.

11.05.16. ამერიკელი, ბრიტანელი და ქართველი სამხედროების ერთობლივი სამხედრო წვრთნა – Noble Partner/ღირსეული პარტნიორი, ვაზიანში საზეიმოდ გაიხსნა © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

11.05.16. ამერიკელი, ბრიტანელი და ქართველი სამხედროების ერთობლივი სამხედრო წვრთნა – Noble Partner/ღირსეული პარტნიორი, ვაზიანში საზეიმოდ გაიხსნა © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მასალების გადაბეჭდვის წესი