სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საჩხერის მუნიციპალიტეტში 9 ადამიანი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
“9 პირია დაკავებული ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით,”- განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში და აღნიშნეს, რომ დაკავება “საოკუპაციო ძალების” მიერ მოხდა.
უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.