ახალი ამბები

ანონსი – 13 მაისი

12 მაისი, 2016 •
ანონსი – 13 მაისი

წარმოგიდგენთ 13 მაისს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

11:00 სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“,  სახალხო დამცველი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ანგარიშს წარადგენს.

11:00 “პირველის პრესკლუბში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე და ორგანიზაციის იურისტი მარიამ სუხაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: არასრულწლოვანთა ქორწინება საქართველოში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

11:30 “პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა, პარტიათა დაპირისპირებები, პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებები, სარჩევნო გარემო და სხვა საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
11:30 პარლამენტის ბიურის სხდომა. ქუთაისი, პარლამენტის ბიუროს სხდომათა დარბაზი.
12:00 პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.
12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დებუტატი, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული” პარტიის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური ცვლილებები.

12:00 კამპანია „ეს შენ გეხება“ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა. მის: ჭოველიძის ქ.10, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” -ს ოფისი.

12:30 ევროპის დღეების ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიკა რაქვიაშვილი თავიანთ ნაციონალურ კერძებს მოამზადებენ. ღონისძების გამართვის ადგილი: თავისუფალი უნივერსიტეტი, კულინარიის აკადემია.
13:00 დინამო არენაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კომპანია LCG-ის ვიცე-პრეზიდენტი მინდია გადაევი ხელს მოაწერენ თანამშრომლბის მემორანდუმს. LCG – ლოიალ კაპიტალ გრუპი მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის „Check In Georgia” მთავარი პარტნიორია.
13.00 თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლებს. ცენტრის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეები ელემენტარულ რეანიმაციულ ღონისძიებებს გაეცნობიან. მის. ქერჩის ქ. 8.
14:00 ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი