ახალი ამბები

IS-ის კონფლიქტი: სამი დანაღმული მანქანის აფეთქებამ ერაყში ათობით ადამიანი იმსხვერპლა

12 მაისი, 2016 • 2183
IS-ის კონფლიქტი: სამი დანაღმული მანქანის აფეთქებამ ერაყში ათობით ადამიანი იმსხვერპლა

BBC-ის ინფორმაციით, 11 მაისს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში სამი დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად დაახლოებით, 93 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ბიბისი იუწყება, კიდევ ერთი მასობრივი აფეთქებების შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა და  87 დაშავდა სადრის ბაზარში, სადაც ძირითადად შიიტი მუსლიმები ცხოვრობენ.

მათი ინფორმაციით, მოგვიანებით ორი თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე პოლიციის გამშვები პუნქტი გახდა კადიმიას ჩრდილოეთ და ჯამიას დასავლეთ რაიონებში, რამაც 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

შინიტი მუსლიმების ბაზარი . ქალაქი სადრი, ერაყი © REUTERS

შინიტი მუსლიმების ბაზარი. სადრი, ერაყი © REUTERS

ბიბისის ინფორმაციით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჯგუფმა შეტაკების შესახებ განცხადება გაავრცელა. ისინი აცხადებენ, რომ ამ წელს ბაღდადში ჯერჯერობით ყველაზე საშინელი დღე იყო.

BBC-ის ცნობით, სუნიტ ჯიჰადისტთა დაჯგუფების სამიზნე, რომელიც ერაყის ჩრდილოეთა და დასავლეთით ფართო ზოლებს აკონტროლებს, ხშირად ყოფილან შიიტი მუსლიმები, რადგან ისინი სუნიტებს განდგომილებად მიიჩნევენ.

IS-ის პირველი სამიზნე იყო ხალხით სავსე ბაზარი სადრში © BBC

IS-ის პირველი სამიზნე იყო ხალხით სავსე ბაზარი სადრში © BBC

როგორც BBC წერს, პოლიცია და თვითმხილველები ამბობენ, რომ ასაფეთქებლები დამალული იყო ხილისა და ბოსტნეულის ქვეშ, რითაც დატვირთული იყო სასაწყობო მანქანები. მათი თქმით, მძღოლი მას შემდეგ გაქრა, რაც ავტომობილი ბაზართან გააჩერა – ცოტა ხნით ადრე, სანამ დიდი ცეცხლი იმ ადგილს ჯოჯოხეთად გადააქცევდა.

“ეს იყო ქუხილის მსგავსი აფეთქება, რომელმაც შეძრა მიწა. აფეთქების ძალამ გადამაგდო მეტრების მოშორებით და რამდენიმე წუთით გონება დავკარგე,” – განუცხადა 45 წლის ბაყალმა, კარიმ სარიჰმა Associated press-ს.

BBC-ის კორესპოდენტი ერაყში, ჯიმ მუირი ამბობს, რომ.ქალაქი სადრი, შიიტების უდიდესი გარეუბანი, ხშირად ყოფილა დაბომბვის სამიზნე სუნიტი ექსტრემისტების მიერ, მაგრამ ეს იყო ყველაზე საშინელი თავდასხმა.

სადრში ამბობენ, რომ დაღუპულებს შორის ბევრი ქალი და ბავშვი იყო © AFP

სადრში ამბობენ, რომ დაღუპულებს შორის ბევრი ქალი და ბავშვი იყო © AFP

IS-მა განაცხადა, რომ მისმა ერთ-ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა თავდასხმა და ეს იყო მიმართული შიიტების პოლიციისკენ. თუმცა, როგორც ბიბისის ჟურნალისტი ამბობს, მათი ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის შემთხვევის ადგილიდან გადმოცემული მოხსენებიდან.

ბრიტანული გამოცემა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმე საათის შემდეგ მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა პოლიციის გამშვები პუნქტის გარეთ, კადიმიაში. მეტწილად შინიტების რაიონში, რომელიც არის  ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავის ადგილმდებარეობა.

BBC-ის ცნობით, პოლიციის ოფიცრები და მოქალაქეები 17 დაღუპულ და 43 დაშავებულ ადამიანებთან ერთად იყვნენ.

როგორც ბიბისი იუწყება, დაახლოებით იმავე დროს სხვა თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე ჯამიას რაიონის საგუშაგო გახდა, რომელიც ძირითადად სუნიტურია. ბიბისის ცნობით, ამ თავდასხმამ 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დაიჭრა 31.

2016 წლის მარტი: თვითმკვლელი ტერორისტის მონაწილეობით თავდასხმამ ფეხბურთის მატჩის დროს ქალაქ ისკანდარიაში, ერაყის ცენტრში, შეიწირა სულ ცოტა 32 ადამიანის სიცოცხლე. გარდაცვლილებს შორის იყო ბევრი ახალგაზდა ბიჭი, რომლებიც იმყოფებოდნენ თასის ცერემონიაზე.

  • ბოლო დროს IS-ის მიერ სასიკვდილო დაბომბვები

2016 წლის მარტი: საწვავის ავზი აფეთქდა ერაყის გამშვებ პუნქტთან, ჰილასთან ახლოს. გარდაიცვალა 47 ადამიანი.

2016 წლის თებერვალი: ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი ერაყში, სადრის ბაზარში, რამაც 70 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2015 წლის აგვისტო: სატვირთო მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა ერაყში, სადრის ბაზარში. გარდაიცვალა 67 ადამიანი.

2015 წლის ივლისი: მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა ერაყში, შიიტებით დასახლებულ ქალაქ ქან ბანი სადში. გარდაიცვალა 120 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი