ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: მოქალაქე ყალბი 20-ლარიანების გასაღების ბრალდებით დააკავეს

12 მაისი, 2016 •
საგამოძიებო სამსახური: მოქალაქე ყალბი 20-ლარიანების გასაღების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი 20-ლარიანების გასაღების ბრალდებით მოქალაქე მ.გ. დააკავეს.

უწყება აცხადებს, რომ ბრალდებული საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად ასაღებდა ყალბ 20-ლარიან კუპიურებს, ჩხრეკისას კი 76 ერთეული 20-ლარიანი ყალბი კუპიურა აღმოაჩნდა, რაც 1520 ლარს შეადგენს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულიხსმობს ყალბი ფულის დამზადებას, შეძენას, შენახვას გასაღების მიზნით ან გასაღებას და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი