ტექნიკური ხარვეზის გამო კომპანია “ჯეოსელის” ქსელთან დაკავშირება დროებით შეზღუდულია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოს მაგისტრალურ გადამცემ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელში დაზიანებაა, ამიტომ აბონენტთა ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებას დროებით ვერ ახერხებს.
კაბელის დაზიანებამ გამოიწვია გარკვეული შეფერხება დასავლეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში.
“ჯეოსელის” ინფორმაციით, დაზიანების ადგილას ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და კავშირი სრულად აღდგება.