გიორგი ვაშაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა და ახალი პარტიის ჩამოყალიბებაზე მუშაობს, დღეს, 10 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდები შეკრიბა. ახალგაზრდების შეკრებას ორგანიზება გაუწია “ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა”, რომელიც თავად ვაშაძემ დააფუძნა 2014 წლის თებერვალში.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ახალგაზრდები ჯგუფებად გადაანაწილეს და სამჯელოდ სხვადასხვა თემა გადასცეს. მაგალითად, მათ უნდა წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, თუ რას ფიქრობენ ქვეყნის დეოკუპაციის მეთოდებზე, ევროპულ კურსზე და ა.შ. სამი რაუნდის შემდეგ შეირჩევა საუკეთესო იდეები და მონაწილეთა განცხადებით, ეს იდეები საქართველოს პარლამენტს გადაეცემა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ამ მეთოდით შესაძლებელია ახალგაზრდების პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა.
“სწორედ აქ, ამ ახალგაზრდებთან ერთად იქმნება ახალი საქართველო,”- განაცხადა ვაშაძემ. ის თავადაც შეუერთდა ახალგაზრდებს ერთ-ერთ მაგიდასთან.
ორგანიზატორი ფონდის ცნობით, ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი ბრეინშტორმინგი, რომელშიც 10 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.