ახალი ამბები

ტყიბულში, მთიდან ტურისტი გადავარდა და დაშავდა

9 მაისი, 2016 • 1449
ტყიბულში, მთიდან ტურისტი გადავარდა და დაშავდა

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, დღეს, 9 მაისს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მთაში გოგონა დაშავდა.

სააგენტოს ცნობით, გოგონა იყო ტურისტული ჯგუფის მონაწილე, რომელიც მოსალოცად მიდიოდა. გოგონა მთიდან გადავარდა, რისთვისაც დამატებითი სამაშველო ძალების დახმარება გახდა საჭირო.

სააგენტოს ცნობით, დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი