ახალი ამბები

ასურეთში საჰაერო ბუშტი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს დაეჯახა — გარდაიცვალა 3 ადამიანი

7 თებერვალი, 2024 • 1910
ასურეთში საჰაერო ბუშტი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს დაეჯახა — გარდაიცვალა 3 ადამიანი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, საჰაერო ბუშტი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს დაეჯახა. უბედურ შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ასურეთში, თინა აღდგომელაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ  უცნობია, საიდან აფრინდა საჰაერო ბუშტი და როგორ მოხვდა ასურეთში. ასევე, ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილთა ვინაობა.

“ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. იმედია, მეტი არ იქნება [გარდაცვლილი]. ძალიან დამწვარია გვამები. საიდანღაც არიან წამოსულები. როგორც ჩანს, გზა აებნათ თუ კურსი შეეცვალათ. არ ვიცი, რა მოხდა”, – განაცხადა თინა აღდგომელაშვილმა.

“ნეტგაზეთი” ცდილობს ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. დამატებით დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი