ახალი ამბები

თომას ჰამერბერგი აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის

9 მაისი, 2016 • 1252
თომას ჰამერბერგი აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თომას ჰამერბერგი, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტი, აფხაზეთს ეწვევა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იქ არსებულ მდგომარეობას შეაფასებს.

სამინისტროს ცნობით, თომას ჰამერბერგი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში შეაფასებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას.

სამინისტროს ცნობით, ჰამერბერგი ადგილზე შეისწავლის აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ სიტუაციას, რის შემდეგაც გათვალისწინებულია აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის.

მისია ემსახურება ჰუმანიტარულ მიზნებს და ხორციელდება ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში. ვიზიტის ფარგლებში თომას ჰამერბერგი შეხვდება საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აცხადებს სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი