ახალი ამბები

კვრიკაშვილი: მეჭიაურის განცხადება არ გამოხატავს “ქართული ოცნების” პოზიციას

9 მაისი, 2016 • 1339
კვრიკაშვილი: მეჭიაურის განცხადება არ გამოხატავს “ქართული ოცნების” პოზიციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცადებით, ნატოს წვრთნების შესახებ თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებული განცხადება არ გამოხატავს “ქართული ონების” ერთიან პოზიციას:

“უნდა ვთქვა დიდი სინანულით, რომ ბატონი თამაზის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც “ქართულ ოცნებასა” და საქართველოს მთავრობას გააჩნია; რომელიც, თავის მხრივ, არის “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკური კურსის გამომხატველი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის პოზიცია არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს,” – განაცხადა პრემიერმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პარტია “ქართული ოცნების” წევრი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო უწყების განცხადების ფონზე, ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ჩატარება საქართველოში, რომელიც 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზეა დაგეგმილი, საშიშია.

რუსული მხარე ქართულ-ამერიკულ წვრთნებს “ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად” და „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი