ახალი ამბები

9 მაისის აღნიშვნა ე.წ. გიორგის ლენტებით ვაკის პარკში [ფოტო/ვიდეო]

9 მაისი, 2016 • 3043
9 მაისის აღნიშვნა ე.წ. გიორგის ლენტებით ვაკის პარკში [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 9 მაისს, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს, სადაც მონაწილეების ნაწილს, საბჭოთა კავშირის ომის მედლებთან ერთად, ან მათ გარეშე, გულზე ე.წ. გიორგის ლენტები ეკეთათ.

კითხვაზე, თუ რას აღნიშნავდა ეს ლენტა, “ნეტგაზეთს” რესპონდენტებმა უპასუხეს, რომ ეს არის ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო.

ვლადიმერ მღებრიშვილი, რომელიც ომში არ მონაწილეობდა, თუმცა მისი მამა ომის მონაწილე იყო, ვაკის პარკში გიორგის ლენტით მივიდა.

“ეს არის ფაშისტებზე გამარჯვების ნიშანი. “ზა პაბედუ” – მედალი გამოუშვა სტალინმა და იყო გიორგიევსკის ბანტით. პეტრე ბაგრატიონსაც ჰქონდა ეგეთივე ბანტი, ბოროდინოს ბრძოლის გმირს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ რუსეთის მომხრე და აგენტები”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ვლადიმერ მღებრიშვილმა.

ვლადიმერ მღებრიშვილი ამბობს, რომ ყველას პატივს სცემს, ვინც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა და მათი პატივისცემით მივიდა ვაკის პარკში.

“ფაშიზმი იყო საშინელება და ჩვენ მოვიგეთ”, – უთხრა მღებრიშვილმა ნეტგაზეთს.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილის შვილის, მიხეილ მამიკონიანის თქმით, ე.წ. გიორგის ლენტი 9 მაისის სიმბოლოა.

“ეს არის გიორგის ლენტი, რომელიც ასახიერებს ჩვენ დიდ გაამარჯვებას”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მიხეილ მამიკონიანმა.

ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და ამ თარიღის აღნიშვნის მსურველები ძირითადად უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იკრიბებოდნენ და ყვავილები მიჰქონდათ. პარკის ტერიტორიაზე მოწყობილი იყო სცენა, სადაც ცოცხალი მუსიკა უკრავდა.

9 მაისის აღსანიშნავად გვირგვინებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი პოლიტიკოსებმაც. ერთ-ერთი პირველი საფლავთან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. საფლავთან იყვნენ პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და ოპოზიციის წარმომადგენლები.

ე.წ. გიორგის ლენტებით, რომლებსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი რუსეთის ოკუპაციისა და იმპერიალიზმის სიმბოლოდ აღიქვამს, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი 2015 წლის 9 მაისსაც აღნიშნეს.

ლენტების გამოს წარმოქმნილი დაპირისპირებისა და კერძოდ, ლენტების ჩამოხსნის გამო შარშან შვიდი ადამიანი დააკვეს. დაკავებულთა ნაწილს სასამართლომ 100–ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ნაწილს კი – შენიშვნა გამოუცხადა.

9 მაისის აღნიშვნა ვაკის პარკში. 2016 წელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი