BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში, მთავარ გზაზე ორი ავტობუსი და საწვავის ავზი აფეთქდა, რასაც 73 ადამიანის სიცოცხლე შეწირა.
ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ შემთხვევის შედეგად 50-ზე მეტი დაშავებული ღაზნის პროვინიციის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ინფორმაციით, ავტობუსებში სულ 125 მგზავრი იყო.
BBC-ის ცნობით, აფეთქების შედეგად, ავღანეთის დედაქალაქ კაბულთან დამაკავშირებელ მთავარ გზაზე სამივე ავტოსანტრასპორტო საშუალება ცეცხლმოკიდებული იყო.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ავღანეთში გზების ცუდი მდგომარეობის გამო ასეთი შემთხვევები ხშირია.
BBC-ის რეპორტიორი კაბულში ამბობს, რომ ავღანეთში მძღოლებს გადაჭარბებული სიჩქარისკენ აქვთ მიდრეკილება და მოძრაობის წესებს იშვიათად იცავენ.
Associated Press-ის ცნობით, პროვინციის სატრანსპორტო დეპარტამენტის დირექტორმა, მუჰამედულა აჰმადმა განაცხადა, რომ შეჯახება გამოიწვია მანქანის გაუფრთხილებელმა მართვამ.
მისი თქმით, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილიდან დაშავებულების გამოყვანაში ადგილობრივი მაცხოვრებლები ეხმარებოდნენ.
AFP-ის ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ისმაილ კავასიმ განუცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა ცხედრები მთლიანად დაიწვა.
EFE-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა და აფეთქება, ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:30 საათზე მოხდა.