ახალი ამბები

ქართული პარტია კოტე გოგელიასთან კავშირს წყვეტს

3 ნოემბერი, 2011 • 1035
ქართული პარტია კოტე გოგელიასთან კავშირს წყვეტს
“ქართული პარტია” აცხადებს, რომ მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენ კოტე გოგელიასთან ყოველგვარ კავშირს წყვეტს.

პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ მოკლე ცნობაში მიზეზად პოლიტიკური ეთიკაა დასახელებული.

“მასთან ურთიერთობა, პოლიტიკური ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, სრულიად მიუღებლად მიაჩნია”-, ნათქვამია განცხადებაში.

ქართულმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღო.

კოტე გოგელია “ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი და დამფინანსებელი იყო. მისი მეუღლე მაკა ასათიანი ტელეკომპანია “მაესტროს” 25%– ის მფლობელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი