ახალი ამბები

ქარტიის საბჭო: “იმედის” გენერალურმა დირექტორმა რამიშვილი აიძულა სინდისის საწინააღმდეგოდ ემოქმედა

8 მაისი, 2016 •
ქარტიის საბჭო: “იმედის” გენერალურმა დირექტორმა რამიშვილი აიძულა სინდისის საწინააღმდეგოდ ემოქმედა

საქართველოს ჟურნალისტურის ეთიკის ქარტიის საბჭომ შალვა რამიშვილის განცხადება განიხილა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანია “იმედის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ დაარღვია ქარტიის მეორე პრინციპი, რომლის თანახმადაც, „დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ“.

ამავდროულად, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განხილულ საქმეში დასახელებულ გადაცემის მომზადებისას დაარღვია ჟურნალისტური ეთიკა და არაკეთილსინდისიერება გამოიჩინა საზოგადოების მიმართ.

მეორე პრინციპის დარღვევის დამადასტურებლად შალვა რამიშვილმა განცხადებაში მოიყვანა 2015 წლის დეკემბერს მასსა და ბახტაძეს შორის „ვაიბერით“ განხორციელებულ მიმოწერა, როდესაც, მისი თქმით, ბახტაძემ აიძულა, რომ გადაცემა „პოლიტიკა“ (რომლის წამყვანი და პროდუსერიც იყო) მისთვის სასურველი ფორმით წაეყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი