ახალი ამბები

საქართველომ კიდევ 2 ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

6 მაისი, 2016 •
საქართველომ კიდევ 2 ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, რობერტ კობლიაშვილმა (85) და იაკობ ქაჯაიამ ( 130) 2016 წლის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს.

რობერტ კობლიაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჯერ ლიტველი ლაიმუტის ადომაიტისი 4-1, ბრაზილიელ ბრანდაო სანტიაგო 8-0, ხოლო ნახევარფინალში ყაზახი დანიალ გაჯიევი 2-1 დაამარცხა.

იაკობ ქაჯაიამ კი პირველი ორი მეტოქე ტუნისელი ჩები და ბერძენი კოუტსიოუმპასი ერთნაირი ანგარიშით – 8:0 გაანადგურა. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა უნგრელი მიჰალი დიკ ბარდოში 2:11 წუთში 9:0 დაამარცხა.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ გუნდს 32 ლიცენზია აქვს მოპოვებული:

  • ძიუდო – 7
  • თავისუფალი ჭიდაობა – 6
  • ძალოსნობა – 4
  • ბერძნულ-რომაული ჭიდაობა – 5
  • მშვილდოსნობა – 3
  • ტყვიით სროლა – 2
  • მხატვრული ტანვარჯიში – 1
  • მძლეოსნობა – 1
  • ბატუტზე ხტომა – 1
  • ფარიკაობა – 1
  • ცურვა – 1

მასალების გადაბეჭდვის წესი