ახალი ამბები

ნარმანია: ბოტანიკურ ბაღთან მდებარე 30 ჰა გაყიდვის შემდეგ რეკრეაციულადაც განვითარდება

5 მაისი, 2016 •
ნარმანია: ბოტანიკურ ბაღთან მდებარე 30 ჰა გაყიდვის შემდეგ რეკრეაციულადაც განვითარდება

თბილისის მერ დავით ნარმანიას განცხადებით, ბოტანიკურ ბაღთან მდებარე 30 ჰა-ს გაყიდვის შემდეგ ეს ტერიტორია რეკრეაციული თვალსაზრისითაც განვითარდება.

ნარამანია ამბობს, რომ მერიის გადაწყვეტილება, რომლითაც 30 ჰა გაიყიდა აუქციონზე, მიზნად ისახავს იმას, რომ ტერიტორია კიდევ უფრო განვითარდეს მომავალში, როგორც გარემოსდაცვითი თვალსზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

“ეს ტერიტორია რეკრეაციული თვალსაზრისითაც განვითარდება იმიტომ, რომ გამწვანების კონპონენტიც არის დამატებით”, – განაცხადა ნარმანიამ დღეს, 5 მაისს.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ტურისტული თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად გაიზარდება აღნიშნული ტერიტორიის მნიშვნელობა.

ნარმანიას თქმით, თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა იმით ნახა სარგებელი, რომ გაცილებით უკეთესი ტერიტორია მიიღო, ვიდრე მის საკუთრებაში იყო. ეს ძალიან მარტივად გაკეთდა წითელი ხაზების კორექტირების გამოყენებით და კანონმდებლობის სრული დაცვით.

ხოლო ინვესტორს შესაძლებლობა მიეცა, განახორციელოს პროექტი, რომლითაც ქალაქი ნახავს სარგებელს, რადგან გაჩნდება ახალი ობიექტი ტურისტებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი