ახალი ამბებისაზოგადოება

ვარდების რევოლუციის მოედნის რეკონსტრუქცია გერმანული კომპანიის პროექტით განხორციელდება

5 მაისი, 2016 •
ვარდების რევოლუციის მოედნის რეკონსტრუქცია გერმანული კომპანიის პროექტით განხორციელდება

თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედნის ტერიტორია გერმანული არქიტექტურული კომპანიის Graftlab პროექტით განხორციელდება. ინფორმაციას ამის თაობაზე თავად ორგანიზაცია GRAFT ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სასტუმროებს – “რედისონ ბლუ ივერიასა”  და “რედისონ ტელეგრაფს” შორის არსებული 8000 კვ.მ-ის რეკონსტრუქცია. განახლებულ მოედანზე მოეწყობა ტერასები. შეიქმნება სავაჭრო და გასართობი ზონები, გაშენდება ე.წ. ჩაძირული ბაღებიც. კომპანიის თქმით, პროექტი ითვალისწინებს დედაქალაქის რელიეფს და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ დრომდე გამოუყენებელი ტერიტორიის რეაბილიტირებას მოახდენს. მოეწყობა მიწისქვეშა გადასასვლელებიც, რომელიც მოედანს რუსთაველის გამზირთან დააკავშირებს.

ვარდების რევოლუციის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი

ვარდების რევოლუციის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი

“განახლებული ვარდების მოედანი იქნება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც სტუმრებს უამრავ შესაძლებლობას შესთავაზებს” – ნათქვამია Graftlab-ის ვებ-გვერდზე.

ვარდების რევოლუციის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი

ვარდების რევოლუციის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი

ვარდების რევოლუციის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი

ვარდების რევოლუციის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი

ვარდების რევოლუციის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი

ვარდების რევოლუციის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი

პროექტის დამკვეთია შპს “ახალი ოფისი”, რომელიც არის აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრე, ხოლო, თავის მხრივ, ამ კომპანიას ფლობს “სილქ როუდ ჯგუფი”. ნეტგაზეთი დაუკავშირდა აღნიშნულ კომპანიას, თუმცა  პროექტის მეტ დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.

ვარდების მოედანზე თავდაპირველად მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა იყო დაგეგმილი, თუმცა მოსახლეობის წინააღმდეგობის შემდეგ პროექტი შეჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი