ახალი ამბებიხელოვნება

SOU Festival 2016: ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი თბილისში

4 მაისი, 2016 •
SOU Festival 2016: ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი თბილისში

26 მაისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული მუსიკოსების, ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი გაიმართება.

ორი დიდი მუსიკოსის გამორჩეული თანამშრომლობა 2013 წლიდან იწყება. ცოცხალი სიმებისა და ელექტრონიკის ნაზავი სრულ ჰარმონიას ქმნის, რომელიც ერთ ალბომში “Nerissimo” ერთიანდება. ალბომი ორ ქალაქში, ბერლინსა და რომში იქმნებოდა ორი წლის განმავლობაში.

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ბლიქსა ბარგელდს ისეთ ცნობილ ჯგუფებში დაუკრავს, როგორებიცაა Nick Cave and the Bad Seeds და Einstürzende Neubauten.

ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი დიდ საკოცნერტო დარბაზში 26 მაისს, 21:00 საათზე გაიმართება.

როგორც კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ, ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის – SOU [stream of unconsciousness – არაცნობიერის ნაკადი] ფარგლებში გაიმართება.

18 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით თბილისში, 5 სხვადასხვა კულტურული ინსტიტუციის სივრცე თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური სივრცის წამყვან შემსრულებლებს უმასპინძლებს. ორი კვირის განმავლობაში 6 მუსიკალური ღონისძიება ჩატარდება. ამ პერიოდის განმავლობაში თბილისს ოცზე მეტი მუსიკოსი და არტისტი ეწვევა.


 

SOU 2016 აერთიანებს შემდეგ ღონისძიებებს:

Alva Noto/ მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა / 18 მაისი

Ryoji Ikeda / თბილისის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი / 19 მაისი

Raster Noton Night / თბილისის არქეოლოგიური საცავი / 21 მაისი

Rafael Anton Irisarri / წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია / 23 მაისი

Theo Teadro&BlixaBergeld/ ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი / 26 მაისი

Tokyo Techno Night / თბილისის არქეოლოგიური საცავი / 28 მაისი

 


ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალი ახალი აუდიო-ვიზუალური პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ, თანამედროვეობის აქტუალურ და ექსპერიმენტულ ნამუშევრებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურულ გზაჯვარედინზე წარმოადგენს. მათი თქმით, SOU FESTIVAL-ში მონაწილეობენ ის მუსიკოსები და არტისტები, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით დიდი გავლენა იქონიეს თანამედროვე მუსიკის განვითარებაზე.

ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს ღონისძიება ქვეყნის ერთგვარი მაორიენტირებელი მოვლენა იქნება, რომელიც ქალაქის კულტურული პოტენციალს, მის მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას გლობალურ კულტურულ კონტექსტთან მიმართებაში წარმოაჩენს.

SOU Festival 2016

SOU Festival 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი