ახალი ამბები

ანონსი – 4 მაისი

4 მაისი, 2016 • 1395
ანონსი – 4 მაისი

09:00 საათზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ელსევიერის“ საგამომცემლო სახლის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და სემინარი. ფორუმზე კვლევების განვითარების სტრატეგიაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და Elsevier-ის წარმომადგენელი უცხოელი ექსპერტები ისაუბრებენ. ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, 202), მის.:ჭავჭავაძის გამზირი N 32.

11:00-ze “პირველ პრესკლუბში” “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

11:00 სთ–ზე, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია და ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ბ-ნი ქრისტიან ურსე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. დელეგაციის მიწვევით აღნიშნულ შეხვედრას პარტია “მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი დაესწრება. მის.: ჭავჭავაძის გამზ. 34, “პიქსელის” ბიზნესცენტრი, VIII სართ.

11:30-ze “პირველ პრესკლუბში” ვეტერანთა სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი შიხიაშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: მისი პოლიტიკური გეგმები და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

12 საათზე, ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური ამბები და საარჩევნო სიები

12:00-ze “პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ნაციონალური მოძრაობის ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაცია. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

16:00 საათზე „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ახალი მემარჯვენეების ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ამომრჩეველთა სია. მისამართი: ირაკლი აბაშიძის #16, მეორე სართული (კაფე „კანაპესთან)

17 :00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს  ინტერნეტმმართველობის საზოგადოების სადამფუძნებლო კრების პირველი შეხვედრა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი