ახალი ამბები

პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ენმ-ის წევრი დააკავა

29 აპრილი, 2016 • 1999
პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ენმ-ის წევრი დააკავა

დღეს, 29 აპრილს, სამართალდამცველებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დიდუბის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით ნაფეტვარიძე დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმანი ხულიგნობას გულისხმობს.

დაკავებული ამ დროისათვის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. შსს-ში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ პოლიციამ ნაფეტვრიძე ორი დღის წინ თბილისის მერიასთან გამართული აქციაზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების ბრალდებით დააკავა. მის მხარდასაჭერად პოლიციის განყოფილებასთან ენმ-ს დეპუტატთა ნაწილი შეიკრიბა.

პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი ერთ-ერთი ყველზე აქტიური წევრის დაკავებით ხელისუფლებას სურს, რომ დააშინონ ენმ-ს მხარდამჭერები.

მასალების გადაბეჭდვის წესი